ფეხბურთი

18:04 | 24.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ლიგის პირველი წრის სიმბოლური ნაკრები, საუკეთესო ფეხბურთელი და მწვრთნელი

საქართველოს ჩემპიონატის პირველი წრე დასრულდა, შედეგად, ეროვნული ლიგის ვებგვერდმა ტრადიციულად განვლილი 9 ტური შეაჯამა.

პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელად „დინამო ბათუმის“ თავდამსხმეი ჯოვინო ფლამარიონი დასახელდა, რომელმაც 8 მატჩში 6 გოლი გაიტანა. საუკეთესო მწვრთნელიც „დინამო ბათუმს“ წარმოადგენს - გია გეგუჩაძე.

პირველი წრის სიმბოლური ნაკრები კი ასეთია:

მეკარე: როინ კვასხვაძე (ტორპედო)

მცველები: ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო ბათუმი), პედრო მონტეირო (ტორპედო), მამუკა კობახიძე (დინამო ბათუმი), ვალდერსონი (დილა)

ნახევარმცველები: სანდრო ალთუნაშვილი (დინამო ბათუმი), გაბრიელ სიგუა (დინამო თბილისი), ულად-ომარ იმრანი (დინამო თბილისი)

თავდამსხმელები: უსმანე კამარა (დინამო თბილისი), ჯოვინო ფლამარიონი (დინამო ბათუმი), ზვიად ნაჭყებია (სამტრედია)

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულ ლიგა 9 ტურის შემდეგ „დინამო ბათუმი“ 21 ქულით ლიდერობს, რომელიც „დინამო თბილისს“ ქულით უსწრებს.

0.112756