ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა კლაუდიო მარკიზიომ „იუვენტუსისა“ და „ნაპოლის“ მატჩში მსაჯის გადაწყვეტილებებზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, პირველ ტაიმში ხვიჩა კვარაცხელიასთვის სახეში ჩარტყმისთვის ფედერიკო გატი მინიმუმ ყვითელ ბარათს იმსახურებდა, მაგრამ გაძევებაც შეიძლებოდა.
„გატის დარტყმა მინიმუმ ყვითელი ბარათი იყო, მერე კი VAR-ზე გადამოწმებით ასევე შეიძლებოდა წითელი ბარათის ჩვენებას. დი მარიას გოლზე მილიკის მხრიდან ჯარიმა არ იყო, პოლონელი ცდილობდა ლობოტკაზე დასწრებას, ასეთი შეხება არასდროსაა ჯარიმა“, - თქვა მარკიზიომ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ სკუდეტოს მოგება მომდევნო ტურშივე შეუძლია თუ საკუთარ მოედანზე „სალერნიტანას“ დაამარცხებს, ხოლო „ლაციოს“ სტუმრად „ინტერთან“ ვერ გაიმარჯვებს.