ფეხბურთი

23:51 | 23.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

„იუვენტუსი“ კულიბალით დაინტერესდა

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, „იუვენტუსი“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარისას „ჩელსის“ მცველის, კალიდუ კულიბალის შეძენას გეგმავს.

გარიგებით პირადად ტურინელთა მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრია დაინტერესებული. მან სენეგალელ ფეხბურთელთან უკვე საუბარიც მოახერხა. აღსანიშნავია, რომ ტურინული კლუბის ხელმძღვანელობა მზადაა განიხილოს მხოლოდ მცველის იჯარით აყვანის ვარიანტი.

კულიბალი „ჩელსიში“ „ნაპოლიდან“ 2022 წლის ივლისში 38 მილიონ ევროდ გადავიდა. 31 წლის კალიდუს მოქმედი კონტრაქტი ლონდონურ კლუბთან 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

მიმდინარე სეზონში, „არისტოკრატების“ მაისურით, კულიბალიმ ყველა ტირნირზე 31 მატჩი ჩაატარა, ორი ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.11317