ჭიდაობა

20:20 | 23.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჯონი ხეცურიანმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ჯონი ხეცურიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.

67 კგ წონით კატეგორიაში ხეცურიანმა გუშინ იტალიის სახელით მოასპარეზე ზაურ კაბალოევი (5:2), უკრაინელი პარვიზ ნასიბოვი (8:2) და რუმინელი მიჰაი მიჰუცი (10:1) დაამარცხა, დღეს კი ფინალში აზერბაიჯანელ ჰასრატ ჯაფაროვს ოქროს მედლისთვის გაეჯიბრა, რომელთანაც უპირატესობას ფლობდა, იგებდა კიდეც, მაგრამ საბოლოოდ, 2:3 წააგო. ჯონიმ გადამწყვეტი ორი ქულა მაშინ დაკარგა, როცა თავად ცდილობდა ქულების მოპოვებას, თუმცა კონტრშეტევაზე მეტოქემ იხეირა.

97 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს შანსი ჰქონდა რობერტ კობლიაშვილს, რომელმაც პირველივე შეხვედრა წააგო სომეხ არტურ ალექსანიანთან (1:3), რომელიც ფინალში გავიდა, შესაბამისად, კობლიაშვილი რეპეშაჟში გაიყოლა, სადაც ქართველმა დღეს უნგრელი ტამაშ ლევაი 3:1 დაამარცხა, მედლისთვის კი ჩეხ არტურ ომაროვს შეხვდა, მაგრამ მარცხი განიცადა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე საბოლოოდ 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

0.1181