ფეხბურთი

18:30 | 23.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსიამ" მოიგო, მამარდაშვილმა კარი მშრალად შეინახა და საგოლე შეტევაც წამოიწყო (+VIDEO)

ესპანეთის ლა ლიგაში „ვალენსიამ“ 4-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა და სასიცოცხლო მნიშვნელობის გამარჯვება მოიპოვა.

რუბენ ბარახას გუნდმა ბოლოადგილოსან „ელჩესთან“ სტუმრად სამუელ ლინოს გოლითა და გონსალო ვერდუს ავტოგოლით პირველივე ტაიმში ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა, რაც შეინარჩუნა და 2:0 იმარჯვა.

გიორგი მამარდაშვილს ბევრი საქმე არ ჰქონია, მხოლოდ 1 სეივი მიითვალა, ლა ლიგის მიმდინარე სეზონში კი 30 მატჩში კარი მშრალად მეექვსედ შეინახა (36 გოლი გაუშვა 30 შეხვედრაში). აღსანიშნავია, რომ პირველი საგოლე შეტევა ქართველმა მეკარემ დაიწყო, რომელმაც გრძელი პასი გააკეთა, ედინსონ კავანიმ მეორე სართულზე ბრძოლა მოიგო და თავით ლინოს გაუკეთა პასი და ბრაზილიელმაც შეტევა გოლით დაასრულა.

„ვალენსიამ“ 30 ქულა დააგროვა და ჯერ ისევ გასავარდნ ზონაშია მე-18 ადგილზე, მაგრამ სამშვიდობო ზონაც იქვეა. მომდევნო ტურში „ღამურები“ 27 აპრილს, „ვალიადოლიდს“ უმასპინძლებენ.

0.307823