კალათბურთი

17:12 | 23.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის MVP-ს ტიტული და "ტენერიფეს" მოგება ლიგა ენდესაში

ესპანეთის ლიგა ენდესას 29-ე ტურში გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფემ“ „ბრეოგანს“ უმასპინძლა, რომელიც იოლად, 85:67 დაამარცხა. კანარიელები მთელი თამაშის განმავლობაში დიდ უპირატესობას ფლობდნენ და მოგება არ გასჭირვებიათ.

გიორგი შერმადინი მოედანზე საუკეთესო იყო. ქართველმა ცენტრმა 23:10 წუთში 20 ქულა, 8 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. გიორგიმ 10-დან 8 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 27-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი იყო და ბუნებრივია, მატჩის MVP გახდა.

„ლენოვო ტენერიფე“ 20 მოგებით და 8 წაგებით სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 26 აპრილს, სტუმრად „ბილბაოსთან“ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113834