ფეხბურთი

11:39 | 10.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

საკი: "იტალიურ ფეხბურთში 100 ზემანი მინდა"

ლეგენდარულ იტალიელ მწვრთნელ არიგო საკის სურს, რომ იტალიურ ფეხბურთში რაც შეიძლება ბევრი იყოს ისეთი სპეციალისტი, როგორიც ჩეხი ზდენეკ ზემანია.

საკი დიდებულ "მილანს" წვრთნიდა 80-იანი წლების ბოლოსა და 90-იანების დასაწყისში და ასევე, იტალიის ნაკრები 1994 წლის მუნდიალის ფინალში გაიყვანა. ზემანი კი "კალიარის" უდგას სათავაში და ამ კლუბმა მიმდინარე სეზონში ერთი ისეთი მატჩი ჩაატარა, ყველა გააოცა – "ინტერს" გასვლაზე 4:1 სძლია.

"მინდა, რომ იტალიაში 100 ზემანი იყოს. მისი გაწვრთნილი გუნდები არა მხოლოდ შედეგზე თამაშობენ, არამედ სიამოვნებას ანიჭებენ მაყურებელს. ზემანისთვის მთავარია, რომ ფეხბურთელებს თამაში უხაროდეთ. ფეხბურთი დაიბადა, როგორც სპორტის შემტევი სახეობა, მაგრამ იტალიაში გადააქციეს დაცვით თამაშად".

0.110247