სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

23:39 | 22.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ირაკლი აზაროვის "ცრვენა ზვეზდა" სერბეთის ჩემპიონი გახდა

ბელგრადის „ცრვენა ზვეზდა“ სერბეთის ჩემპიონი გახდა, შესაბამისად, ტიტულს საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველი, ირაკლი აზაროვიც დაეუფლა.

ბელგრადულმა გუნდმა 31-ე ტურში „ტსჩ“ 4:1 დაამარცხა, რის შედეგადაც კონკურენტებისთვის სეზონის ბოლომდე მიუწვდომელი გახდა. აზაროვმა ამ შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა.

„ცრვენა ზვეზდას“ 31 ტურში 85 ქულა აქვს და უახლოეს მდევარ, სწორედ „ტსჩ-ს“ 23 ქულით უსწრებს. შეგახსენებთ, რომ ირაკლი აზაროვი „ცრვენა ზვეზდას“ გასულ ზაფხულს შეუერთდა და სერბეთის ჩემპიონატში 13 შეხვედრა ჩაატარა, სერბეთის თასზე კი ერთ მატჩში 1 საგოლე პასი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.119856