სხვა

16:42 | 22.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ირაკლი ჩხეიძის ვერცხლის მედალი ევროპის ჩემპიონატზე

სომხეთის დედაქალაქ ერევანში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძალოსნობაში, 102 კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა ირაკლი ჩხეიძემ.

ქართველმა ძალოსანმა ატაცში 168 და 173 კგ დააფიქსირა, ხოლო 178 კგ-იანი შტანგა ვერ ასწია, რის შედეგადაც დისციპლინაში ვერცხლი ერგო. აკვრაში ირაკლიმ 207 და 214 კგ დაძლია, მართალია, ბოლოს 220 კგ ვერ დააფიქსირა, მაგრამ ამ კონკრეტულ დისციპლინაში ოქროს დაეუფლა.

ორჭიდში ჩხეიძემ 387 კგ დააგროვა, რაც საბოლოო ჯამშიც ვერცხლის მედლისთვის იყო საკმარისი.

შეგახსენებთ, რომ ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე მანამდე შოთა მიშველიძე ოქროს, ხოლო რამინ შამილიშვილი ვერცხლის მედალს დაეუფლა.

0.120074