საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის II დივიზიონის A ჯგუფში მორიგი გამარჯვება მოიპოვა.
საქართველო მე-4 ტურში ხორვატიას გაეჯიბრა და საკმაოდ ადვილად, 6:0 იმარჯვა. ქართველებმა სამივე პერიოდი მოიგეს - 1:0, 1:0, 4:0.
საქართველოს ნაკრებმა ამ გამარჯვებით 9 ქულა დააგროვა, ამდენივე ქულა აქვთ ესპანეთის ადა ხორვატიის ნაკრებებს.
ჯგუფიდან პირველადგილოსანი I დივიზიონის B ჯგუფის საგზურს მოიპოვებს. ბოლო ტურში საქართველოს ნაკრები 22 აპრილს, ავსტრალიას დაუპირისპირდება.
საქართველო - ხორვატია 6:0 (1:0, 1:0, 4:0)