ერევანში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრმა, ირაკლი გობეჯიშვილმა (96 კგ.) იასპარეზა.
ქართველმა ძალოსანმა ატაცში 160 კილოგრამი დაძლია და მე-5 ადგილი ერგო.
გობეჯიშვილმა აკვრაში თავი 187კილოგრამს გაართვა და მე-7 ადგილზე გავიდა, იგივე ადგილი ერგო ორჭიდში მოგროვილი 347 კილოგრამითაც.