კალათბურთი

16:46 | 21.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრის წინ გუნდები კალათებში განაწილდნენ

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრისთვის მე-6 კალათაში მოხვდა ჩინეთის, ლატვიისა და მექსიკის ნაკრებებთან ერთად.

მთლიანობაში 32 ნაკრები 8 4-გუნდიან კალათაში განაწილდა, რომლებიც ასეთია:

  • I კალათა: ფილიპინები, ესპანეთი, აშშ, ავსტრალია
  • II კალათა: საფრანგეთი, სერბეთი, სლოვენია, ლიეტუვა
  • III კალათა: საბერძნეთი, იტალია, გერმანია, ბრაზილია
  • IV კალათა: კანადა, ვენესუელა, მონტენეგრო, პერუ
  • V კალათა: ირანი, დომინიკის რესპუბლიკა, ფინეთი, ახალი ზელანდია
  • VI კალათა: ჩინეთი, ლატვია, მექსიკა, საქართველო
  • VII კალათა: იორდანია, იაპონია, ანგოლა, კოტ დივუარი
  • VIII კალათა: ლიბანი, ეგვიპტე, სამხრეთ სუდანი, კაპო ვერდე


აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების მეტოქეები მეორე, მეოთხე და მერვე კალათებიდან გაირკვევა, წილისყრის რეგულაციებიდან გამომდინარე, სხვა კალათიდან საქართველოსთან ჯგუფში ვერავინ მოხვდება, მხოლოდ ზემოხსენებული 3 კალათის წარმომადგენლებთან შეხვედრა იქნება შესაძლებელი. ამ შემთხვევაში ისიც ცნობილია, საქართველოს ნაკრები ჯგუფში მონტენეგროს ნაკრებთან ვერ მოხვდება, რომელიც მე-4 კალათაშია, რადგან მეორე კალათა მთლიანად ევროპულია და მონტენეგრო ერთ-ერთს შეხვდება, ჯგუფში ორ ევროპულ ნაკრებზე მეტის მოხვედრა კი არ შეიძლება.

წილისყრა 29 აპრილს გაიმართება და საქართველოს ნაკრების მეტოქეებიც გაირკვევა. ილიას ზუროსის გუნდი B, D, F ან H ჯგუფში მოხვდება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად ითამაშებს.

საკალათბურთო მუნდიალი 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება. ტურნირზე ყველა ადგილი უნდა განაწილდეს, ამიტომაც, საქართველოს ნაკრები ტურნირზე ასპარეზობას იმ შემთხვევაშიც გააგრძელებს, თუ პირველ ჯგუფურ ეტაპს ვერ გადალახავს.

0.116461