ფეხბურთი

23:53 | 20.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

კონფერენს ლიგის ორი ნახევარფინალისტი ცნობილია

ნიკა კვეკვესკირის და გიორგი წიტაიშვილის „ლეხი“ კონფერენს ლიგას მეოთხედფინალურ ეტაპზე გამოეთიშა.

პოლონურმა გუნდმა შინ 1:4 წააგო და ამჯერად, სტუმრად კი მოიგო, მაგრამ ეს საკმარისი არ გამოდგა. სხვათა შორის, პოზნანელები 3:0-ს იგებდნენ და ახლოს იყვნენ დამატებით დროსთან, მაგრამ მატჩის მიწურულს 2 გოლი გაუშვეს და საბოლოოდ 3:2 მოიგეს, რაც ორი მატჩის ჯამში მარცხის ტოლფასი იყო - 4:6. ნიკა კვეკვესკირი მოედანზე 82-ე წუთზე შევიდა, ხოლო გიორგი წიტაიშვილი თადარიგში დარჩა.

„ფიორენტინა“ ნახევარფინალშია, სხვათა შორის, 2015 წლის შემდეგ პირველად მიარწია ევროთასების ნახევარფინალამდე.

კონფერენს ლიგის ნახევარფინალშია „ალკმაარიც“, რომელმაც პირველი თამაში სტუმრად 0:2 კი წააგო „ანდერლეხტთან“, თუმცა შინ ამავე ანგარიშით მოიგო, საბოლოოდ ნიდერლანდელებმა პენალტების სერიაში 4:1 იმარჯვეს და მომდევნო ეტაპზე გავიდნენ.

0.116664