17 – 19 აპრილს ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ძალიან საინტერესო მატჩი გაიმართა.
ერთმანეთს მსოფლიოს ქალთა ნაკრები და ყაზახეთის ქალთა გუნდი დაუპირისპირდნენ.
ორივე სათამაშო დისციპლინაში შეჯიბრი მსოფლიოს ნაკრების სასარგებლოდ დასრულდა.
სწრაფებში მათ ანგარიშით 34,5:29,5 გაიმარჯვეს, ხოლო ელვისებურ ჭადრაკში 38,5:24,5 სძლიეს მეტოქეს.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ნაკრების სახელით სათამაშოდ მიწვეული იყო , ქართული ჭადრაკის ლიდერი ნანა ძაგნიძე, რომელმაც ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენა ქალთა ნაკრებში.
17 და 18 აპრილს მონაწილეები ერთმანეთს სწრაფ ჭადრაკში შეეჯიბრნენ, ხოლო 19 აპრილს ელვისებურ ჭადრაკში.
თითოეულ გუნდში 4 ქალი და 4 გოგონა (U20;U18;U16;U14) ასპარეზობდა.
.
მსოფლიოს ქალთა გუნდი
კაპიტანი დანა რიეზნიცე-ოზოლა (ლატვია);
ჰოუ იფანი (ჩინეთი; 2618)
ნანა ძაგნიძე (საქართველო;2462)
ჰარიკა დრონოვალი (ინდოეთი; 2447)
გუნაი მამადზადა (აზერბაიჯანი;2348);
U20 ნურგიუ სალიმოვა (ბულგარეთი; 2347);
U18 სავიტა შრი (ინდოეთი;2281);
U16 ჟოკა გაალი (უნგრეთი; 2187);
U14 აფრუზა ხამდანოვა (უზბეკეთი; 2135);
ყაზახეთის ქალთა გუნდი
კაპიტანი გულმირა დაულეტოვა;
ჟანსაი აბდუმალიკი (2454);
დინარა სადუკასოვა (2402);
ბიბისარა ასუბაევა (2359);
მერეტ კამალიდენოვა (2273);
U20 ლია ხურმანგალიევა (2152);
U18 ქსენია ბალაბაევა (2111);
U16 ალუა ნურმანოვა (2193);
U14 ზარინა ნურგალიევა (2070);
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ოფიციალური ფეისბუქ-გვერდი