კალათბურთი

2:01 | 20.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ანდრონიკაშვილის და მაკფადენის შედეგიანი თამაში ლიგა ენდესაში

ესპანეთის ლიგა ენდესას 28-ე ტურში რატი ანდრონიკაშვილისა და თად მაკფადენის „მურსიამ“ „ვალენსიას“ უმასპინძლა, რომელიც 90:82 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების ორივე კალათბურთელი თავის გუნდში გამორჩეული იყო. მაკფადენმა 22:12 წუთში 21 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. თადმა 3-დან 1 ორქულიანი, 10-დან 5 სამქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, შედეგად მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 21-ს გაუტოლდა.

ანდრონიკაშვილს ესპანურ კარიერაში საუკეთესო მატჩი ჰქონდა: რატიმ 13:46 წუთში 11 ქულა, 3 მოხსნა და 3 პასი დააგროვა. მან 5-დან 3 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 11 გამოდგა.

„მურსია“ 12 მოგებით და 16 წაგებით სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 23 აპრილს, „მანრესას“ ესტუმრება.

0.136841