კალათბურთი

0:36 | 20.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის "ტენერიფე" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფემ“ „მანრესა“ სერიის მესამე მატჩში დაამარცხა, რის შედეგადაც ნახევარფინალში გავიდა.

კანარიელებმა მეტოქეს საკუთარ მოედანზე ოთხივე პერიოდში აჯობეს და საბოლოოდ, გამარჯვებაც საკმაოდ იოლად მოიპოვეს, ანგარიშით 84:72.

გიორგი შერმადინმა 18:37 წუთი ითამაშა, საკუთარ გუნდს კი 8 ქულა, 7 მოხსნა და 2 პასი შესძინა. ქართველმა ცენტრმა 3-დან 3 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, შედეგად მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 15-ს გაუტოლდა.

„ლენოვო ტენერიფე“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში კიდევ ერთ ესპანურ გუნდს, მალაგას „უნიკახას“ შეხვდება.

0.112893