ნეაპოლური ვებგვერდი Tuttonapoli ხვიჩა კვარაცხელიას „მილანთან“ თამაშს გამოეხმაურა. როგორც აღნიშნული საიტი წერს, რომ ქართველი ფეხბურთელის მხარეს მომავალია და ის ამ თამაშით უფრო ძლიერი გახდება.
„პენალტი შეიძლება ნებისმიერმა გააცუდოს, ჟირუს მსგავსმა მსოფლიოს ჩემპიონმაც კი ვერ გაიტანა, ამიტომ, კვარაცხელია არ უნდა დავაკნინოთ, რომ მსოფლიოს საუკეთესო მეკარეს ვერ აჯობა, როგორიც მენიოა. კვარა 22 წლისაა და პოტენციურად უკვე ჩემპიონია, მის ასაკში ყველას არ აქვს ასეთი ძლიერი ხასიათი, ისევე, როგორც ნიჭი და ხარისხი. „მილანთან“ ზოგჯერ არაფერი გამოსდიოდა, მაგრამ მინიმუმ 2-ჯერ მაინც ჰქონდა საგოლე მომენტი, რომლებიც დამოუკიდებლად შექმნა.
რა თქმა უნდა, პირველ თამაშში შეცდომის გამო სინანულია, მაგრამ მომავალი მის მხარეზეა. სწორედ ასეთი მატჩებიდან შეიძლება გაიზარდო, მომავალი სეზონი განსხვავებული იქნება, ჩემპიონთა ლიგასაც სხვა რწმენით შეხვდება. ეს მინიმუმამდე შეამცირეს შეცდომებს და შესაძლოა პენალტის ნიშნულიდანაც უფრო ცივსისხლიანი იყოს“, - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო სეზონში 9 მატჩში 2 გოლი გაიტანა, 4 საგოლე პასი გააკეთა და 1 პენალტი მოიპოვა. გარდა ამისა, ხვიჩამ ამ ტურნირზე 2 პენალტი ვერ გაიტანა, ორივე პლეი-ოფში.