ფეხბურთი

18:04 | 19.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

სტეფანო პიოლი: "ნაპოლიმ" კარგად ითამაშა, მაგრამ წინასწარ ზეიმი სწორი არ არის"

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ „ნაპოლისთან“ მატჩზე კომენტარი კიდევ ერთხელ გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, მეტოქემ კარგად ითამაშა, მაგრამ წინასწარ ზეიმს კარგი არაფერი მოაქვს.

პიოლიმ ის იგულისხმა, რომ წილისყრის შემდეგ „ნაპოლის“ ბევრ გულშემატკივარს „მილანთან“ შეხვედრა გაუხარდა.

„ვფიქრობ, მოვახერხეთ საგოლე მომენტების გამოყენება, რომლებიც შევქმენით და ეს ცვლის მატჩებს, ინერციას, მენტალურ განწყობას. „ნაპოლიმ“ ძალიან კარგად დაიწყო, როგორც პირველ მატჩში, მაგრამ გამოვიჩინეთ ნებისყოფა იმ მიზნის მისაღწევად, რაზეც სეზონის დასაწყისში ვოცნებობდით და ამან საშუალება მოგვცა მოედანზე ყველაფერი გაგვეღო ძლიერი მეტოქის დასაძლევად.

ვფიქრობ, წილისყრის დროს ნორმალური იყო, თუ ვინმე „ნაპოლის“ ფავორიტად ასახელებდა, რადგან სერია A-ში ჩვენს შორის დიდი სხვაობაა, მაგრამ ყოველთვის თავდაჯერებული ვიყავით და არ ვფიქრობ, რომ წინასწარ ზეიმი სწორი იყოს“, - თქვა პიოლიმ.

შეგახსენებთ, რომ „მილანმა“ „ნაპოლი“ ორი მატჩის ჯამში 2:1 დაამარცხა, რის შედეგადაც 2007 წლის შემდეგ პირველად ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა.

0.115709