ფეხბურთი

10:46 | 19.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

მერეტი: "ლეაუზე უნდა დავჯარიმებულიყავით"

„ნაპოლის“ მეკარემ, ალექს მერეტმა „მილანთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, გაშვებული გოლის მომენტში რაფაელ ლეაუზე უნდა დაჯარიმებულიყვნენ.

„ზოგადად, შესანიშნავად ვითამაშეთ. ვიცოდით, რომ ისინი თავს დაიცავდნენ და კონტრშეტევაზე სახიფათონი იქნებოდნენ. სამწუხაროა, რომ მათ კონტრშეტევაზე ჯარიმა ვერ ავიღეთ, მაგრამ თამაში შევქმენით, საგოლე მომენტები გვქონდა და ბოლომდე ყველაფერი გავიღეთ. გოლი მანამდე რომ გაგვეტანა, შეიძლებოდა სხვაგვარად ყოფილიყო, მაგრამ ყველაფერს ვეგუებით და საწუწუნო ცოტაა.

იმედგაცრუება არსებობს, რადგან გვინდოდა მოგება და ასპარეზობის გაგრძელება. ბოლო წამამდე ვცდილობდით. ეს ვერაფერს დააკლებს ჩვენს გზას, რომელსაც გავდივართ და ასე თამაში უნდა გავაგრძელოთ, რათა სერია A-ში მიზანს მივაღწიოთ“, - თქვა მერეტმა.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ს 14-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ისტორიაში პირველად ითამაშა.

0.101809