ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონო კასანომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ის ერთადერთი ფეხბურთელი იყო, ვინც „მილანთან“ რაღაცის გაკეთებას ცდილობდა, მაგრამ ყოველთვის ორი მეტოქე მეურვეობდა.
"ერთადერთი, ვინც რაღაც სცადა, არის კვარაცხელია. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ არ არცერთხელ ქართველი ორმაგი მეურვეობის გარეშე არ იყო. პიოლიმ იდეალურად იმუშავა და ბლოკავდა "აძურის" თამაშის წყაროებს. „ნაპოლი“ კარგად ითამაშა, მან შექმნა მომენტები და ყველანაირად ცდილობდა გოლის გატანა, მაგრამ როგორც ვიერიმ თქვა, ჩემპიონთა ლიგა „მილანის“ სახლია", - აღნიშნა კასანომ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ისტორიაში პირველად ითამაშა. ლუჩანო სპალეტის გუნდი მომდევნო მატჩს 23 აპრილს, „იუვენტუსთან“ გამართავს.