ფეხბურთი

1:22 | 19.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

"რეალმა" "ჩელსი" იოლად დაამარცხა და ნახევარფინალშია

მადრიდის „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა. „სამეფო კლუბმა“ ჯერ პირველი თამაში მოუგო „ჩელსის“ 2:0 და ახლა ლონდონშიც იგივე ანგარიშით აჯობა.

მეორე ტაიმში როდრიგომ ინგლისური გუნდი ორჯერ დაამწუხრა და ყველანაირი ინტრიგა, რომელიც ისედაც ძალიან ცოტა, საერთოდ გააქრო.

„რეალმა“ კლასით აშკარად დაჩაგრა მეტოქე, შესაბამისად, ნახევარფინალში გავიდა, სადაც „მანჩესტერ სიტის“ ან „ბაიერნს“ შეხვდება.

სხვათა შორის, წინა ორ სეზონში „რეალი“ – „ჩელსის“ წყვილში გამარჯვებული საბოლოოდ ჩემპიონთა ლიგასაც იგებდა, ვნახოთ, რა მოხდება მესამე ჯერზე.

„ჩელსი“ – „რეალი“ 0:2 (0:0) - ორი მატჩის ჯამში: 0:4

გოლები: 0:1 როდრიგო (58), 0:2 როდრიგო (80)

0.149665