გერმანული „ურდინგენის“ მოთამაშე-მწვრთნელმა ლევან ყენიამ Milannews-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიაზე ვრცლად ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ხვიჩას აქვს საიმისო პოტენციალი, რომ საქართველოს ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს.
კვარაცხელია ქართული ფეხბურთის დიდი იმედია. ის სიამოვნებას ანიჭებს ჩემს ხალხს, რომლებმაც მისი წყალობით კვლავ დაიწყეს ევროპული ფეხბურთისთვის თვალყურის დევნება. ქართველები ისევ უყურებენ ჩემპიონთა ლიგას, რადგან ჩვენ გვყავს ჩემპიონთა ლიგაზე ტოპფეხბურთელი, რომელიც ძალიან კარგია. ბოლო, ვინც ამ დონეზე თამაშობდა, იყვნენ „მილანის“ ყოფილი ფეხბურთელი კალაძე და ასევე კობიაშვილი.
კვარა მართლაც ძალიან ძლიერია. მას გაერთიანებული აქვს სიჩქარე, ძალა და ინტელექტ. გოლებსაც იტანს და საგოლე პასებსაც აკეთებს - ის ნამდვილად ვარსკვლავია. თუ ამ დონეზე გააგრძელებს, ქართულ ფეხბურთს კიდევ დიდხანს ეყოლება მსოფლიო დონის ფეხბურთელი. სამწუხაროდ, ბევრი ქართველი ფეხბურთელი 1-2 წელი თამაშობს მაღალ დონეზე და მერე ქრება, მაგრამ კვარასთან მაქვს განცდა რომ კიდევ დიდხანს დარჩება უმაღლეს დონეზე. მისი სუსტი მხარეები?დაცვითი ფაზა, თუმცა ძლიერია, როდესაც ის უტევს, მას აქვს ამის საშუალება, რადგან ის გოლებს იტანს და პასებს აკეთებს. ვიმეორებ: ასე უნდა გააგრძელოს, მაგრამ ჩემთვის ეს უკვე დიდი ფეხბურთელია.
დიახ, ვფიქრობ, მას აქვს პოტენციალი გახდეს ყველა დროის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი. მაგრამ მან სტაბილურად უნდა განაგრძოს ზრდა. იმედი მაქვს, ასე გააგრძელებს კიდევ 10 წელი“, - თქვა ყენიამ.