ფეხბურთი

23:39 | 18.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" დირექტორი: "კვარაცხელიას აგენტთან ჩვეულებრივი შეხვედრა გვქონდა"

„ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ აურელიო დე ლაურენტისისა და მამუკა ჯუღელის შეხვედრის მიზეზზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ეს ჩვეულებრივი შეხვედრა იყო, რადგან ფეხბურთელების აგენტებთან კარგი ურთიერთობა აქვთ.

„მას კლუბთან მრავალწლიანი კონტრაქტი აქვს. ჩვენ გვაქვს მუშაობის სტილი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ფეხბურთელების აგენტებთან კარგი ურთიერთობა და კონტაქტი გვქონდეს. საუბრისთვის დრო კიდევ არის. ხვიჩამ უკვე აჩვენა, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია“, - განაცხადა ჯუნტოლიმ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. იტალიური მედია ვარაუდობს, რომ ზაფხულში მხარეები ხელშეკრულებას 1 წლით გააგრძელებენ და ქართველ ფეხბურთელს ხელფასსაც მოუმატებენ.

0.118698