ნოვაკ ჯოკოვიჩი ამბობს, რომ კვლავაც აწუხებს იდაყვის ტრავმა, რომელიც მონტე კარლოს მასტერსზე თამაშის დროს მიიღო. ის ბოსნია ჰერცეგოვინში, ბანია ლუკას ღია პირველობაზე თამაშს აპირებს, რაც საფრანგეთის ღია პირველობისთვის მზადების პროგრამის ნაწილია.
დიდი სლემის 22 ტიტულის მფლობელმა, ამ ტრავმის გამო, მონტე კარლოს ტურნირის მესამე წრეში, იტალიელ ლორენცო მუსეტისთან წააგო. იდაყვი მას კარგად მოწოდების შესაძლებლობას არ აძლევდა. შედეგად, მეტოქემ რვა ბრეიკის აღება შეძლო.
„ჩემი იდაყვი იდეალურ მდგომარეობაში არაა იმისთვის, რომ პირველ შეხვედრაში ვითამაშო. ჩოგბურთში ერთ-ერთი კარგი რამ ისაა, რომ თავის გამოჩენის საშუალება, ყოველკვირეულად გეძლევა. მონტე კარლოში ჩემი გამოსვლით კმაყოფილი არ ვარ. მაგრამ ბანია ლუკაში ჩამოსვლის შემდეგ, დადებითი მუხტი და ემოციები მივიღე“, - განაცხადა ჯოკოვიჩმა.
მისი პირველი მეტოქე 18 წლის ფრანგი ლუკა ვან აშეა, ვინც ტურნირს დიდი სლემის სამგზის ჩემპიონი, შვეიცარიელი სტან ვავრინკა გამოთიშა. ჯოკოვიჩმა თავისი მომავალი მეტოქის თამაშის ნაწილს უჯყურა და თვლის, რომ წინ რთული თამაში ელის.