ჭიდაობა

21:09 | 18.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

თავისუფალი ჭიდაობა: ბოლქვაძის ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატზე

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს პირველი მედალი ედემ ბოლქვაძემ მოუტანა, რომელიც ბრინჯაოს დაეუფლა.

ბოლქვაძემ გუშინ თურქი ჰამზა ალაჩა (4:3) დაამარცხა, შემდეგ ბულგარელ მიკაი ნაიმთან 2:6 წააგო, მაგრამ მისი მეტოქე ფინალში გავიდა და ედემი რეპეშაჟში გადავიდა. შედეგად, ბოლქვაძემ დღეს რეპეშაჟის პირველ წრეში შვეიცარიელ ნინო ლოიტერს 6:0 აჯობა, ბრინჯაოს მედლისთვის კი რუმინელ სტეფან კომანთან დაძაბულ ბრძოლაში ბოლო ქულით მოიგო (2:2).

57 კგ წონით კატეგორიაში ჯერ ფინალამდე და შემდეგ მედლამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა რობერტ დინგაშვილს. მან მეოთხედფინალში რუმინელი რაზვან კოვაჩი 13:3 დაამარცხა, ნახევარფინალში კი თურქ სულეიმან ატლისთან 1:13 წააგო. მედლისთვის ქართველი მოჭიდავის მეტოქე ბულგარელი გეორგი ვანგელოვი იყო, რომელთანაც უშანსოდ 0:10 დამარცხდა, შედეგად, უმედლოდ დარჩა.

აქვე გეტყვით, რომ 19 აპრილს, ფინალში იჭიდავებს გენო პეტრიაშვილი, ხოლო ავთანდილ კენჭაძე, შოთა ფერტენაძე და მირიან მაისურაძე ხალიჩაზე ბრინჯაოს მედლისთვის გავლენ.

0.123067