ფეხბურთი

18:34 | 18.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

არველაძე: "ხვიჩა თავის დროზე "აიაქსს" ვურჩიე, მაგრამ ძალიან ძვირი ღირდა"

საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა შოთა არველაძემ ნიდერლანდურ მედიასთან ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, თავის დროს ის ამსტერდამის „აიაქსს“ ურჩია, მაგრამ მაშინ „რუბინი“ მას ძვირად აფასებდა.

„მაშინ ის ძალიან ძვირი ღირდა. უბრალოდ რჩევა მივეცი, რადგან „აიაქსში“ ვთამაშობდი და იქ დღემდე ბევრი მეგობარი მყავს. თუმცა, ყაზანის „რუბინმა“ 20 მილიონი ევრო მოითხოვა, ან უბრალოდ არ გაუშვეს, რადგან მიმდინარე კონტრაქტი აკავშირებდა. „აიაქსს“ კი მარცხნივ ტადიჩი ჰყავდა, მარჯვნივ ანტონი და აკადემიის სხვა ბიჭები.

მისი კარიერა ომის გამოც შეიცვალა. კატარში მსოფლიოს ჩემპიონატი რომ არა, სადაც მესიმ და მბაპემ გაიბრწყინეს, ხვიჩა ნამდვილად იქნებოდა სეზონის სამ საუკეთესო ფეხბურთელს შორის. კვარა ძალიან კარგია თავისი ასაკისთვის, მომწიფებული ფეხბურთელია. იცის, როდის უნდა გააკეთოს პასი, როდის უნდა გააკეთოს დრიბლინგი, როდის უნდა აჩქარდეს ან დაარტყას.

მე არ ვიყავი მისნაირი დრიბლიორი და სწრაფი, უფრო ჩემი პოზიციის ალღოს ვეყრდნობოდი. ნეაპოლი? სამხრეთ იტალიაში ცხოვრება ისეთივეა, როგორც საქართველოში, ცოტა ხმაურიანი“, - თქვა არველაძემ.

0.112368