გერმანელი სპეციალისტი, იურგენ კლინსმანი, შსაძლოა, „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელი გახდეს - გვამცნობს Get German Football News.
პრემიერლიგის 31-ე ტურში, 15 აპრილს, „ბორნმუთთან“ (2:3) მატჩის დროს, კლინსმანი უკვე იმყოფებოდა „ტოტენჰემის“ სტადიონზე. სპეციალისტი კორეელი სონის მოქმედებაში სანახა ვად მივიდა, სტადიონი მას თბილად, ოვაციებით შეეგება.
კლინსმანის გარდა, „ტოტენჰემის“ სამწვრთნელო სიაში ბრენდან როჯერსი, ვენსან კომპანი, მაურისიო პოჩეტინო, გრემ პოტერი და იულიან ნაგელსმანი შედიან. ანტონიო კონტეს წასვლის შემდეგ გუნდის მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი კრისტიან სტელინია.
კონტემ კლუბი მარტის სანაკრებო პაუზის დროს დატოვა. კლინსმანი 1997/98 წლების სეზონში „ტოტენჰემის“ მოთამაშე გახლდათ. წლეულს თებერვალში კი სამხრეთ კორეის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი გახდა.