მადრიდის „რეალის" ნახევარმცველი, ფედერიკო ვალვერდე, „ვილიარეალის" ნახევარმცველ ალექს ბაენაზე თავდასხმის გამო, შესაძლოა, ხანგრძლივი დისკვალიფიკაციით დასაჯონ - წერს Relevo.
წყაროს ცნობით, სპორტში ძალადობის, რასიზმის, ქსენოფობიისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო კომისიამ მომხდარი შეისწავლა და საქმე საშეჯიბრო კომიტეტს გადასცა, რომელიც ფეხბურთელს სანქციებს დაუწესებს.
სავარაუდოდ ვალვერდე 4-დან 12 მატჩამდე გამოტოვებს. ბრალის აღიარების შემთხვევაში მხოლოდ ოთხმატჩიან სასჯელს აკმარებენ. გადაწყვეტილება თვენახევარში გაცხადდება.
იმ შემთხვევაში, თუ მაქსიმალური სასჯელი დაწესეს, ურუგვაელი ამ სეზონში „რეალში" ვეღარ ითამაშებს.