ფეხბურთი

21:33 | 17.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩანო სპალეტი: "ხვალინდელ თამაშს ჩვენთვის უსაზღვრო ბედნიერების მონიჭება შეუძლია"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „მილანთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, ეს არის თამაში, რომელიც გამოაჩენს რამდენად გაიზარდა მისი გუნდი.

სპალეტის თქმით, ვიქტორ ოსიმენი ძალიან კარგადაა, მაგრამ „მილანის“ დასამარცხებლად მთელი გუნდის ძალისხმევა იქნება საჭირო.

„ნაპოლი“ ხვალ იმსახურებს შესანიშნავ თამაშს იმისთვის, რისი შეთავაზებაც აქამდე შეძლო. ეს იქნება ჯილდო გუნდისთვის, კლუბისთვის და ქალაქის სიყვარულისთვის. ცხადია, რომ დეტალებზე ვიმუშავებთ, რადგან „მილანთან“ ორჯერ ვითამაშეთ რამდენიმე დღეში. ჩვენ არ შევცვლით ჩვენს ტაქტიკურ დამოკიდებულებას, მაგრამ აუცილებლად მოგვიწევს ყურადღება მივაქციოთ ზოგიერთ ასპექტს, რადგან „მილანი“ ძალიან კარგად თამაშობს კონტრშეტევებზე. ვიმეორებ დეტალებზე ყურადღების მიქცევა მნიშვნელოვანი იქნება.

უნდა ვიცოდეთ, როდის არის შეტევის დრო და როდის ლოდინის. ეს იქნება თამაში, რომელიც გამოაჩენს რამდენად გავიზარდეთ და რა დონეს მივაღწიეთ. მხოლოდ მაშინ ვიქნები კმაყოფილი, თუ მომდევნო ეტაპზე გავალთ, სხვა სანუგეშო არაფერი იქნება. პირველ თამაშში უფრო მეტი დავიმსახურეთ და ზოგადად, ხვალ ველოდები ისეთ თამაშს, რომელიც მიმდინარე სეზონში ყველაზე კარგად გვახასიათებს.

დარწმუნებული ვარ, მიზნის მიღწევა შესაძლებელია თუ ინტენსიურად და სწრაფად ვითამაშებთ, ბურთი თუ გვექნება. ეს არის ჩვენი თვისებები, რომელშიც გუნდი თავს უკეთ გრძნობს, როგორც კოლექტიურად, ისე ინდივიდუალურად.

ყველა შესაძლო ვარიანტი განვიხილეთ და შესაძლოა პენალტების სერიაც იყოს, რადგან ეს ჩემპიონთა ლიგაა. გამოცდილება მნიშვნელოვანია, რომელიც გუნდურად შევიძინეთ, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე ბევრი თამაში ვითამაშეთ, მაგრამ პირველ შეხვედრაში ალბათ სწორედ გამოცდილების ნაკლებობა დაგვეტყო. თუმცა, ისტორია შეიძლება შეიცვალოს თუ ისე ვითამაშებთ, როგორც ვიცით.

ოსიმენი კარგადაა, ყველა ვარჯიშში მიიღო მონაწილეობა. მაგრამ მთავარი გუნდია, ამ სეზონში, რაც ვაჩვენეთ, ყველაფერი გუნდური მუშაობის შედეგია, თუ არ გყავს დიდი შემადგენლობა, შედეგს ვერ მიაღწევ. რასაკვირველია ვიქტორი გვაძლევს სიღრმეს, ამოსავალი წერტილი იქნება ვერტიკალურ თამაშში, მაგრამ აშკარაა, რომ ხვალ წარმატებისთვის ოსიმენის გარდა, მთელი გუნდის წვლილი იქნება საჭირო.

ალბათ დიახ, ეს „ნაპოლი“ უკვე ისტორიაშია, რადგან ამ ეტაპზე ყოფნა მნიშვნელოვანია, მაგრამ გვინდა ხვალაც მოვიგოთ და ტურნირზეც გავიმარჯვოთ. მერე ვნახოთ, რა მოხდება. ეს არის თამაში, რომელსაც უსაზღვრო ბედნიერების მონიჭება შეუძლია. ოსიმენი და ლეაუ ერთმანეთს ჰგვანან. ფიზიკურად ძლიერები არიან და თამაშის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ. კარგია, რომ მოედანზე ორივე იქნება“, - თქვა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „მილანის“ მატჩი 18 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

0.193933