ფეხბურთი

19:53 | 17.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

კიაერი: "ოსიმენის ყოფნა არაფერს ცვლის, "ნაპოლი" ორჯერ დავამარცხეთ და მესამედაც შეგვიძლია"

„მილანის“ ფეხბურთელმა სიმონ კიაერმა „ნაპოლისთან“ მატჩამდე კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ვიქტორ ოსიმენის თამაში მათთვის არაფერს ცვლის და „მილანს“ ნეაპოლელთა დამარცხება მესამედაც შეუძლია.

„ასეთი მატჩები უფრო მეტ მოტივაციას მანიჭებს, რომ ყოველდღე ვივარჯიშო. შესაძლოა, ჩემს კარიერაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მატჩია. კომპაქტური უნდა ვიყოთ, უნდა გვესმოდეს, როგორ ვითამაშოთ და როგორ დავაღწიოთ თავი რთულ სიტუაციებს. ოსიმენის ყოფნა ბევრს არაფერს შეცვლის. ის შესანიშნავი თვისებების მქონე ფეხბურთელია, ძალიან სწრაფი და ფიზიკურად ძლიერი. მას ფანტასტიკური სეზონი აქვს, მაგრამ მთლიანობაში არაფერი იცვლება.

ერთად უნდა დავიცვათ თავი და ერთად უნდა შევუტიოთ. მათ ორჯერ მოვუგეთ და ვიცით, რომ გამარჯვება კიდევ შეგვიძლია. ძლიერ გუნდს ვეთამაშებით, მაგრამ ჩვენ მილანი ვართ. რა თქმა უნდა, ნაპოლი რაღაცას შეცვლის, რადგან წინა მატჩები ჩვენთან წააგეს. მგონია, რომ ხვალ უფრო აგრესიულები იქნებიან და მზად უნდა ვიყოთ“, - თქვა კიაერმა.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „მილანის“ მატჩი 18 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

0.12224