ბრაზილიის სერია A-ს პირველ ტურში „გრემიომ“ „სანტოსი“ დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა, ლუის სუარესს კი დებიუტი ჰქონდა ადგილობრივ ჩემპიონატში.
ურუგვაელ ფორვარდს გოლის გატანის რეალური შანსიც ჰქონდა, მაგრამ 54-ე წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა. „გრემიომ“ მეტოქეს ჟოაო პედროს გოლით მაინც აჯობა.
შეგახსენებთ, რომ ლუის სუარესი „გრემიოში“ მიმდინარე წლის დასაწყისში „ინტერნასიონალიდან“ გადავიდა.