სხვა

0:29 | 17.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნორვეგიელი მოფარიკავეები რუსებთან და ბელარუსებთან არ იასპარეზებენ

ნორვეგიის ფარიკაობის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ნორვეგიელი მოფარიკავეები არ იასპარეზებენ იმ საერთაშორისო შეჯიბრებში, სადაც მონაწილეობას რუსი და ბელარუსი ათლეტები მიიღებენ.

ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ (FIE) გადაწყვიტა, რომ რუს და ბელარუს მოფარიკავეებს, პარიზის ოლიმპიადის შესარჩევ ტურნირებზე გამოსვლის უფლება მისცეს. ამის გამო, შეჯიბრები გაუქმდა დანიაში, გერმანიასა და პოლონეთში. მალე მათ ნორვეგიის ფედერაციამ მიბაძა, რომელმაც ოსლოს ტურნირი გააუქმა. ამასთან, ოსლოს ტურნირი სხვა ფორმატში გაიმართება, რომელშიც ნორვეგიელების გარდა, შვედი და ფინელი მოფარიკავეებიც იასპარეზებენ. და ეს შეჯიბრი მსოფლიო თასის ჩათვლაში არ შევა.

0.121174