საქართველოს ყინულის ჰოკეის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის II დივიზიონის A ჯგუფის პირველ ტურში ისლანდია იოლად, 4:1 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრებმა უპირატესობა პირველივე პერიოდში მოიპოვა, რომელიც ხელიდან აღარ გაუშვია და დამაჯერებლად მოიგო.
ჯგუფში ასევე არიან ისრაელის, ესპანეთის, ხორვატიისა და ავსტრალიის ნაკრებები. ჯგუფის პირველადგილოსანი I დივიზიონის B ჯგუფში თამაშის უფლებას მოიპოვებს.
საქართველო მეორე ტურში 17 აპრილს, ისრაელის ნაკრებს დაუპირისპირდება.
საქართველო - ისლანდია 4:1 (2:0, 1:1, 1:0)