ფეხბურთი

19:19 | 16.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილმა პენალტი ვერ გაიტანა, "შტურმმა" მნიშვნელოვანი თამაში მოიგო

ავსტრიის ბუნდესლიიგს 25-ე ტურში გრაცის „შტურმმა“ სტუმრად „კლაგენფურტი“ 2:0 დაამარცხა.

ოთარ კიტეიშვილმა მე-80 წუთამდე ითამაშა და პენალტი ვერ გაიტანა. ქართველ ფეხბურთელს ანგარიში გახსნა 57-ე წუთზე შეეძლო, მაგრამ თერთმეტმეტრიანი ზუსტად ვერ დაარტყა. დარჩენილ დროში გრაცელებმა 2 გოლი მაინც გაიტანეს და მოიგეს.

„შტურმი“ საჩემპიონო ჯგუფში მეორე ადგილზეა და ლიდერ „ზალცბურგს“ 2 ქულით ჩამორჩება. გრაცული გუნდი მომდევნო ტურში 23 აპრილს, სწორედ „ზალცბურგს“ უმასპინძლებს და მოგების შემთხვევაში გალიდერება შეუძლია. ოთარ კიტეიშვილს მიმდინარე სეზონში 22 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი, ერთხელ კი საგოლე პასი გააკეთა.

0.114054