სხვა

16:57 | 16.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

რამინ შამილიშვილის ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატზე!

სომხეთის დედაქალაქ ერევანში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ატაცში რამინ შამილიშვილმა (55 კგ.) ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა!

რამინმა ატაცში თავი 109/111/113 კილოგრამს გაართვა და დისციპლინაში ჩემპიონი გახდა. ქართველმა ძალოსანმა აკვრაში 132/136 კილოგრამი დაძლია და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

შედეგად, ორჭიდში მოგროვილი 249 კილოგრამით ვერცხლი მოიპოვა. ეს საქართველოს პირველი მედალია გუშინ დაწყებულ ევროპის ჩემპიონატზე.

საქართველოს ნაკრების რიგებში ფიცარნაგზე დარჩენილ დღეებში სხვადასხვა წონით კატეგორიებში კიდევ 11 ძალოსანი გავა.

0.11195