ფეხბურთი

20:51 | 15.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ასტონ ვილამ“ პრემიერლიგაში ზედიზედ 5 მატჩი მოიგო

შაბათს, 15 აპრილს, ინგლისის ჩემპიონატის 31-ე ტურში „ასტონ ვილამ“ შინ 3:0 დაამარცხა „ნიუკასლი.“ ამრიგად, უნაი ემერის შგირდებმა პრემიერლიგაში ზედიზედ ხუთი მატჩი მოიგეს. ეს პირველად მოხდა 1998 წლის შემდეგ.

ბოლო შეხვედრებში „ასტონ ვილამ“ მიჯრით დაამარცხა „ბორნმუთი“ (3:0), „ჩელსი“ (2:0), „ლესტერი“ (2:1) და „ნოტინგემ ფორესტი“ (2:0). ბოლო ხუთ მატჩში გოლების საერთო სხვაობა 12:1-ზეა ბირმინგემელთა სასარგებლოდ.

დღევანდელ შეხვედრაში უნაი ემერის გუნდმა ოლი უოტკინსის დუბლით და ჯეიკობ რემზის გოლის წყალობით მოუგო „ნიუკასლს.“

„კაჭკაჭები“ 56 ქულით ამჟამად მესამე ადგილზე დგანან. „ასტონ ვილ“ კი, დღევანდელი წარმატების შემდეგ, 50 ქულით მეექვსე საფეხურზეა.

0.114305