ფეხბურთი

15:47 | 15.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ფანცულაიას მესამე გოლი ყაზახეთის ჩემპიონატში

ყაზახეთის ჩემპიონატის მე-6 ტურში გიორგი ფანცულაიას და ჯაბა ჯიღაურის „კასპიიმ“ „ოკჟეტპესი“ 2:1 დაამარცხა და მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

ანგარიში ფანცულაიამ გახსნა, რომელმაც თავი მე-16 წუთზე გამოიჩინა და ეს მისი მესამე გოლია ყაზახურ გუნდში. გიორგიმ, ისევე როგორც ჯიღაურმა, ძირითად შემადგენლობაში ითამაშეს.

„კასპიის“ კახა ცხადაძე ავარჯიშებდა, რომელიც ზედიზედ 5 წაგების შემდეგ ორი დღის წინ გაათავისუფლეს. ყაზახურ გუნდს 6 ტურში 3 ქულა აქვს მოპოვებული.

0.119719