ფეხბურთი

12:55 | 15.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ხორხე სამპაოლი "ფლამენგოს" მწვრთნელად დაინიშნა

გამოცდილი არგენტინელი სპეციალისტი ხორხე სამპაოლი „ფლამენგოს“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ინფორმაცია ბრაზილიური კლუბის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

58 წლის სპეციალისტმა კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გააფორმა. სამპაოლი ბოლოს „სევილიაში“ მუშაობდა, საიდანაც ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს.

სამხრეთამერიკელ არაერთ გუნდში უმუშავია, მათ შორის ბრაზილიაშიც, სადაც „სანტოსისა“ და „ატლეტიკო მინეიროს“ ავარჯიშებდა.

0.120726