„კრემონეზეს“ მთავარმა მწვრთნელმა დავიდე ბალარდინიმ „ემპოლისთან“ მატჩის (1:0) შემდეგ განაცხადა, რომ ლუკა ლოჩოშვილის ტრავმა სავარაუდოდ, სერიოზული არ არის. ქართველმა მცველმა დაზიანება მიიღო და მოედანი 52-ე წუთზე დატოვა.
„დაცვაში ყველამ კარგად ითამაშა, ისინი ყურადღებით და მოწესრიგებული იყვნენ. არ მგონია, ლოჩოშვილს რაიმე სერიოზული ტრავმა ჰქონდეს“, - თქვა ბალარიდინიმ.
ქართველ მცველს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 20 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი და ერთხელ კი საგოლე პასი გააკეთა.
„კრემონეზემ“ „ემპოლისთან“ მოგებით 19 ქულა დააგროვა და მე-19 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 23 აპრილს, „უდინეზეს“ ესტუმრება.