ფეხბურთი

16:14 | 14.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" ვიქტორ ოსიმენი დაუბრუნდა, მან სრული დატვირთვით ივარჯიშა

„ნაპოლის“ ვიქტორ ოსიმენი დაუბრუნდა. ნიგერიელი ფეხბურთელი ტრავმისგან სრულად გამოჯანმრთელდა, რაც იმას ნიშნავს, რომ თამაშისთვის მზადაა.

ოსიმენმა დღეს სრული დატვირთვით გუნდთან ერთად ივარჯიშა, შესაბამისად, „მილანთან“ თამაშს მოახერხებს. უფრო მეტიც, ნეაპოლური მედია წერს, რომ ის „ვერონასთან“ ხვალინდელი მატჩისთვისაც მზადაა.

მოგეხსენებათ, ოსიმენი „ნაპოლის“ ბოლო სამ შეხვედრაში ვერ დაეხმარა, რომელშიც „აძურიმ“ მხოლოდ ორი გოლი გაიტანა, ორჯერ კი თამაში სულაც უგოლოდ დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ვიქტორ ოსიმენის ანგარიშზე 29 მატჩში 25 გოლია.

0.10574