ფეხბურთი

20:17 | 13.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალომ" "თელავს" აჯობა, "გაგრამ' სეზონში პირველად მოიგო

საქართველოს ეროვნული ლიგის მერვე ტურში თბილისის „საბურთალომ“ „თელავს“ უმასპინძლა და იოლად, 3:0 დაამარცხა.

მასპინძლებმა უპირატესობა პირველივე ტაიმში, საწყის 14 წუთში მოიპოვეს, რაც შემდეგ ხელიდან არ გაუშვიათ. ანგარიში მე-4 წუთზე გიორგი ჯგერენაიამ გახსნა, რასაც ლუკა სილაგაძის მეორე გოლი მოჰყვა. მეორე ტაიმში ოთარ მამაგეიშვილმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„საბურთალო“ 12 ქულით მეოთხე ადგილზეა, პირველი წრის ბოლო ტურში კი „დინამო თბილისს“ ეთამაშება. „თელავი“ 5 ქულით მერვე პოზიციაზეა, წინ კი გორის „დილასთან“ დაპირისპირება ელოდება.

ამავე ტურში „გაგრამ“ სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა, რომელმაც სტუმრად „სამტრედია“ ბოლო წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა. „გაგრამ“ 5 ქულა დააგროვა და ბოლო ადგილს თავი დააღწია, რომელსაც ახლა „სამტრედია“ 4 ქულით იკავებს. ბოლო ტურში „გაგრა“ „შუქურას“, „სამტრედია“ კი „სამგურალს“ ეთამაშება.

„სამტრედია“ – „გაგრა“ 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 კაკაშილი (31), 1:1 კილასონია (60, პენ), 1:2 ნოზაძე (90)

„საბურთალო“ – „თელავი“ 3:0 (2:0)

გოლები: 1:0 ჯეგერენაია (4), 2:0 სილაგაძე (14), 3:0 ო. მამაგეიშვილი (64)

0.111065