იტალიური „ნოვარას“ ფრენბურთელი ჯულია იტუმა გარდაიცვალა. ტრაგედია სტამბოლში მოხდა, სადაც „ნოვარა“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ექზაჩიბაშის“ დაუპირისპირდა.
18 წლის ფრენბურთელი სასტუმროს მეექვსე სართულიდან, ნომრის ფანჯრიდან გადავარდა. თურქული მედია იტყობინება, რომ ნიგერიული წარმოშობის იტალიელმა ფრენბურთელმა თავი მოიკლა, რადგან ამაზე მიანიშნებს ვიდეოკამერებში ასახული მასალა.
მასთან ერთად ნომერში ჯულია ვარელა ცხოვრობდა, მაგრამ შემთხვევის დროს ეძინა, ის პოლიციამ გააღვიძა. ჯერჯერობით, გარდაცვალების მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.