ფეხბურთი

17:01 | 13.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ლეხის" მცველი დოპინგზე ჩავარდა

პოზნანის „ლეხის“ მცველი ბარტოშ სალამონი უეფამ 3-თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. მიზეზი აკრძალული პრეპარატის მიღებაა.

პოლონელი ფეხბურთელი დოპიტნგკონტროლზე შვედურ „დიურგარდენთან“ მატჩის შემდეგ ჩავარდა, რის გამოც 3 თვის განმავლობაში თამაში აეკრძალა.

როგორც „ლეხის“ ვებგვერდი იტყობინება, კლუბი ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. თუმცა, სალომონი დღეს ფლორენციის „ფიორენტინას“ წინააღმდეგ ნამდვილად ვერ ითამაშებს.

0.186432