ფეხბურთი

16:32 | 13.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოსიმენმა გუნდთან ერთადაც ივარჯიშა და ინდივიდუალურადაც

„ნაპოლის“ თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა დღეს გუნდთან ერთად ნაწილობრივ ივარჯიშა, მაგრამ სრული დატვირთვით საწვრთნელ პროცესში მონაწილეობა არ მიუღია.

როგორც იტალიური კლუბის ვებგვერდი წერს, ნიგერიელმა ფეხბურთელმა ვარჯიშის ნაწილი გუნდთან ერთად, ნაწილი კი ინდივიდუალურად გაატარა. ჯერჯერობით, უცნობია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

თუმცა, როგორც ლუჩანო სპალეტიმ თქვა, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის და ვიქტორი „მილანთან“ საპასუხო მატჩში ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ „მილანს“ 18 აპრილს უმასპინძლებს, მანამდე კი 15 აპრილს, „ვერონას“ დაუპირისპირდება.

0.134233