ფეხბურთი

13:49 | 13.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

კანტეს „ჩელსიში“ დარჩენა სურს

„ჩელსის“ ნახევარმცველთან, ნ'გოლო კანტესთან დაახლოებულმა პირმა განაცხადა, რომ ფრანგ ფეხბურთელს კარიერის გაგრძელება დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში სურს და სავარაუდოდ გაახანგრძლივებს კონტრაქტს „არისტოკრატებთან," მიუხედავად „ტოტენჰემისა“ და „არსენალის“ ვარიანტებისა.

„ნ'გოლოს ლონდონში სურს კარიერის გაგრძელება. მას მეწონებოდა კონტეს ხელმძღვანელობით თამაში, მაგრამ ის „ტოტენჰემიდან“ გაათავისუფლეს. კანტეთი „არსენალიც“ იყო დაინტერესებული.

ვფიქრობ, ის „ჩელსისთან“ კონტრაქტს გაახანგრძლივებს., შემდეგ კი, ალბათ, ორ-სამ წელიწადში სპარსეთის ყურის ქვეყანაში წავა“, - ციტირებს Le Parisien კანტეს გარემოცვის წარმომადგენელს.

32 წლის კანტე ჩელსიში 2016 წლიდან თამაშობს. მას ლონდონურ კლუბთან კონტრაქტი ამ ზაფხულს ეწურება.

0.12961