მადრიდის „რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, მწვრთნელისა და ფეხბურთელის რანგში, ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარა და აბსოლუტური რეკორდი დაამყარა - წერს ტვიტერში ჟურნალისტი პედრო მარტინი.
წყაროს ცნობით, ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგაზე ჯამში 215 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა - 21 ფეხბურთელის და 194 მწვრთნელის რანგში. ამ მაჩვენებლით მან აჯობა ალექს ფერგიუსონს, რომელმაც მწვრთნელობისას ტურნირზე 214 შეხვედრა გამართა. მესამე ადგილზე „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი, ხოსეპ გვარდიოლაა, რომელსაც ტურნირზე 210 მატჩი მოუგროვდა (49 + 161).
წუხელ ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში მადრიდის „რეალმა" საკუთარ მოედანზე „ჩელსი" 2:0 დაამარცხა.
ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა 18 აპრილს ლონდონში, „სტემფორდ ბრიჯზე“ გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.