კალათბურთი

2:53 | 13.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის 17 ქულა ჩემპიონთა ლიგაზე

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფე“ სტუმრად „მანრესასთან“ დაძაბულ ბრძოლაში 83:85 დამარცხდა.

შედეგად, სერიაში ანგარიში 1:1 გახდა და ყველაფერს მესამე, გადამწყვეტი მატჩი გაარკვევს.

გიორგი შერმადინმა 24 წუთში 17 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 4-დან 4 ორქულიანი და 10-დან 9 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 19-ს გაუტოლდა.

თად მაკფადენის და რატი ანდრონიკაშვილის „მურსია“ „უნიკახასთან“ მეორე მატჩშიც დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა. მასპინძლებმა მეტოქეს წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და 74:96 წააგეს.

თად მაკფადენმა 9 წუთი ითამაშა, მაგრამ შეხვედრა უქულოდ დაასრულა და მხოლოდ 1 მოხსნა მიითვალა, ხოლო რატი ანდრონიკაშვილს არ უთამაშია. „უნიკახა“ კი ნახევარფინალში გავიდა, სადაც „ტენერიფესა“ და „მანრესას“ შორის გამარჯვებულს შეხვდება.

0.123531