ფეხბურთი

1:13 | 13.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

"რეალი" ნახევარფინალს მიუახლოვდა

მადრიდის „რეალმა“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. „სამეფო კლუბმა“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „ჩელსისთან“ უპირატესობა მოიპოვა, თუმცა, მაინც ყველაფერი ლონდონში გადაწყდება.

კარლო ანჩელოტის გუნდი დიდ უპირატესობას ფლობდა, დამსახურებულად მოიგო. ანგარიში კარიმ ბენზემამ 22-ე წუთზე გახსნა, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში ლონდონელთა მდგომარეობა ბენ ჩილველის გაძევების შედეგად დამძიმდა.

რიცხობრივი უპირატესობა ესპანელებმა გამოიყენეს, რადგან მარკო ასენსიომ სხვაობა გაზარდა - 2:0.

რა თქმა უნდა, „ჩელსიმ“ იმედი არ გადაიწუროს, მაგრამ ფრენკ ლამპარდის გუნდის სათამაშო ფორმიდან გამომდინარე, მაინც რთული იქნება, მით უფრო, ეს ჩემპიონთა ლიგაა, მეტოქე მადრიდის „რეალია“.

„რეალი“ – „ჩელსი“ 2:0 (1:0)

მადრიდი, „სანტიაგო ბერნაბეუ“

„რეალი“ (4-3-3): კურტუა; კარახალი, მილიტაო, ალაბა, კამავინგა (რუდიგერი 71); ვალვერდე, კროოსი (ჩუამენი 84), მოდრიჩი (სებალიოსი 81); როდრიგო (ასენსიო 71), ბენზემა, ვინისიუსი

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

„ჩელსი“ (3-5-2): კეპა; კულიბალი (კუკურელია 55), ტიაგო სილვა (მაუნთი 75), ფოფანა; ჯეიმსი, კანტე (გალაჰერი 75), ენცო ფერნანდესი, კოვაჩიჩი, ჩილველი; სტერლინგი (ჰავერცი 65), ჟოაო ფელიქსი (ჩალობა 65)

მწვრთნელი: ფრენკ ლამპარდი

გოლები: 1:0 ბენზემა (22), 2:0 ასენსიო (74)

გაფრთხილება: კამავინგა (7), მილიტაო (83), კარვახალი (87) - ფოფანა (5), კოვაჩიჩი (87)

გაძევება: ჩილველი (59)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 18 (9) – 8 (3) ბურთის ფლობა: 53%-47% კუთხურები: 3:3 თამაშგარე: 1:0

მსაჯი: ფრანსუა ლეტესიე (საფრანგეთი)

0.121827