დასრულდა საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ნაკრების შეკრება ლატვიის ქალაქ ტუკუმსში. შეკრება მიმდინარეობდა 2 აპრილიდან. ხვალ, 13 აპრილს (საღამოს) ნაკრები გაემგზავრება ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში.
ლატვიაში შეკრების დროს, ნაკრებმა გამართა ორი ამხანაგური შეხვედრა ადგილობრივ კლუბთან HK Tukums (Hokeja Klubs Tukums).
10 აპრილი. HK Tukums - ეროვნული ნაკრები 3:9
გოლები: სემიონ ხარიზოვი (4), ივან კარელინი, ანდრეი რომანოვი, გიორგი ჯეირანაშვილი, ვიტალი ძიოვი, ნიკიტა ბუკია.
12 აპრილი. TK Tukums - ეროვნული ნაკრები 4:9
გოლები: ნიკიტა ბუკია (2), ივან კარელინი (2), ივან შვეცოვი (2), ბორის კოჩკინი, მაქსიმ ლიალინი, დმიტრი ერმოშენკო.
ეროვნული ნაკრები მადრიდში ჩაფრინდება 14 აპრილს (დილით).
15 აპრილს ნაკრები გამართავს ვარჯიშს ყინულის მოედანზე Pista de Hielo Madrid Palacio de Hielo. ამავე მოედანზე გაიმართება მსოფლიო ჩემპიონატის შეხვედრები.