„ჩელსის“ პრეზიდენტმა ტოდ ბოელიმ ბრიტანელ ჟურნალისტს „რეალთან“ მატჩის წინ უთხრა, რომ დღეს მისი გუნდი 3:0-ს მოიგებს. „არისტოკრატების“ ახალი მფლობელი დარწმუნებულია, რომ მის გუნდს ნათელი მომავალი აქვს.
„დღეს „ჩელსი“ 3:0-ს მოიგებს. გულშემატკივრებს ვეტყვი, რომ რწმენა ჰქონდეთ. ეს არის გრძელვადიანი პროცესი, ბევრი სამუშაო გვაქვს, მტკიცედ გვჯერა მომავლის, ჩვენი მომავალი ნათელია“, - თქვა ბოელიმ.
შეგახსენებთ, რომ „რეალისა“ და „ჩელსის“ მატჩი დღეს თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.